ჩირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 22 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩირი - ზოგადი სახელია საზამთროდ გამხმარი ხილისა. ჩირისათვის საუკეთესოა ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ატმის, ლეღვისა და სხვათა ნაყოფი.
გაკურკულ-გასუფთავებულ პროდუქტს ახმობდნენ როგორც ძაფზე აცმულს, ასევე ფიცრებზე და მოწნულ ლასტებზე. წერილობით წყაროებში დადასტურებულია ჩირის გამოყვანა თონესა და ფურნეში. ჩირი გამოიყენებოდა როგორც საზამთრო საჭმელად, ასევე სამკურნალოდ.
- ე.ნ.
