ომების ისტორია
ომების ისტორია - მთლიანობაში სამხედრო ისტორიული-მეცნიერების ფაქტოლოგიური საფუძველი, რომელიც იკვლევს ომის სოციალურ ბუნებას, როგორც განსაკუთრებული საზოგადოებრივი მოვლენის არსს, ხსნის მის მიზეზებს და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ მიზნებს, კონკრეტული ომების ხასიათს და თავისებურებებს, აფასებს მხარეების ძალებს და გეგმებს, იხილავს სამხედრო კამპანიის, ოპერაციების და ბრძოლების მსვლელობას, აანალიზებს მათ შედეგებს, განსაზღვრავს მოცემული ომის საზოგადოების განვითარებაზე ზემოქმედებას.
ომების ისტორია გამოავლენს ომების კანონებს, კანონზომიერებებს და წარმოადგენს მდიდარ მასალას შედეგების და გაკვეთილების მისაღებად, სამხედრო თეორიის თანამედროვე პრობლემების დასაბუთებულ გადაწყვეტას. ომების ისტორია განიხილება, როგორც სამხედრო ისტორიის შემადგენელი ნაწილი.