ტროპოსფერული კავშირის სადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:01, 22 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტროპოსფერული კავშირის სადგური - რადიოკავშირის საშუალება, რომელიც იყენებს დეციმეტრული და სანტიმეტრული დიაპაზონის რადიოტალღების ჰორიზონტმიღმა ტროპოსფერულ გავრცელებას. ხასიათდება სიგნალის დიდი დანაკარგებით. ამიტომ მდგრადი მუშაობის უზრუნველსაყოფად უნდა ჰქონდეს მაღალი ენერგეტიკული მაჩვენებლები. მაგალითად: გადამცემის სიმძლავრე 4-12 კვტ, ანტენის დიამეტრი 4,5 მ-მდე.
მოძრავი სადგურები განკუთვნილია მართვის სტრატეგიული რგოლის კავშირგაბმულობაში გამოსაყენებლად, დაჯგუფების კავშირგაბმულობის სისტემაში და პირდაპირი კავშირის ქსელებში.