სტატუს-კვო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
09:58, 23 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტატუს-კვო - (ლათინური status-quo - მდგომარეობა), არსებული ან გარკვეულ მომენტამდე არსებული სამხედრო, პოლიტიკური, სამართლებრივი, ან სხვაგვარი მდგომარეობა. მოლაპარაკების დროს და საზავო ხელშეკრულებების შედგენისას იხმარება „სტატუს-კვო“-ს ცნება „ანტე ბელუმ“ - მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ომის დაწყებამდე და სტატუს-კვო „პოსტ ბელუმ“ - მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ომის შემდეგ.