საჰაერო ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:09, 24 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო ხიდი − საჰაერო-სატრანსპორტო ოპერაცია ან სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მოქმედება, განხორციელებული შორეული საომარი მოქმედებების თეატრზე პირადი შემადგენლობის და მატერიალური საშუალებების გადასროლის ან ჯარების ახალი დაჯგუფების შექმნის მიზნით; ასევე ალყაშემორტყმული (იზოლირებული) დაჯგუფებების მომარაგებისთვის ან საევაკუაციოდ. საჰაერო ხიდით იქმნება საჰაერო-სატრანსპორტო ავიაციის დაჯგუფება, გამოიყოფა ერთი ან რამდენიმე საჰაერო ტრასა და მარშრუტი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები