საჰაერო-კოსმოსური ხომალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:47, 25 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-კოსმოსური ხომალდი − კოსმოსურ სივრცეში ფრენისა და დედამიწაზე თვითმფრინავის მსგავსად დასაშვებად შექმნილი მრავალჯერადი გამოყენების ორბიტალური ხომალდი. საჰაერო-კოსმოსური თვითმფრინავისგან განსხვავებით სტარტს ახორციელებს რაკეტის მსგავსად (პერსპექტივაში შესაძლებელია თვითმფრინავიდან და კოსმოსური აპარატიდან სტარტის განხორციელება). აქვს აეროდინამიკური მატარებელი (მიმართულების მიმცემი) ზედაპირი, ფრენის სტაბილიზაციის და სამართავი ნაწილები (ფრთები, კუდი და სხვა), შასი, საფრენ-სანავიგაციო სისტემა. გამოიყენება სატრანსპორტო ოპერაციებისთვის, ორბიტაზე კოსმოსური ხომალდების ტექნიკური მომსახურებისთვის, კოსმოსური ექსპერიმენტებისთვის, დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაზვერვისთვის და ა.შ.

1981 წლიდან ფუნქციონირებს ამერიკული "სპეის შატლი". რუსულმა "ბურანმა" 1988 წელს განახორციელა დედამიწის გარშემო ორი წრე და აეროდრომზე დაშვება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები