თავ კიდეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:30, 26 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავ კიდეთა (ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა. 117,22) - თავკიდური, ქვაკუთხედი - ორი კედლის შემაერთებელი საწყისი კუთხის ქვა - ლოდი, გინა საძირკველი. ამ ეპითეტს მეფე-წინაწარმეტყველი დავითი იყენებს იესო მაცხოვრის აღსანიშნავად, რომელიც იქცა „ქვაკუთხედად“ ძველი და ახალი აღთქმებისა, ანუ შეაკავშირა ებრაელი და წარმართი ერები, რასაც ადასტურებენ თვით უფალი (მათე 22, 42) და მისი მოციქულები (I პეტ. 2, 7; ეფეს. 2, 20).



წყარო

იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი სოსო ჯაჯანიძე).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები