საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები (1918-21)
აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე (ასლანბეგი) (1877–1924), თავადი, გენერალ-მაიორი (1918).
ამირეჯიბი გიორგი სარდიონის ძე (1880–1919), გენერალ-მაიორი (1918).
აფხაზი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე (1867–1922), თავადი, გენერალ-მაიორი (1919).
ახმეტელი (ახმეტელაშვილი) სტეფანე გიორგის ძე (1877–1921), გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „თამარ მეფის“ ნიშანი (1918).
ბაქრაძე ზაქარია დიმიტრის ძე (1868–1939), გენერალ-მაიორი (1918), “წმ. გიორგის” IV (1915) და III ხარისხის ორდენები (1915).
ბალუაშვილი ლავრენტი იოსების ძე (1868-1919 შემდ.), გენერალ-მაიორი (1919)
გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე (1872–1932), თავადი, გენერალ-მაიორი (1918), „გიორგის ჯვრის“ IV ხარისხის ორდენი (1918).
გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე (1873–1932), თავადი, გენერალ-მაიორი (1919), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1915) და "გიორგის ჯვრის” III ხარისხის ორდენები (1918), დიდი ბრიტანეთის „სამხედრო ჯვარი“.
ერისთავი (ქსნის) გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე (1875–1947), თავადი, გენერალ-მაიორი (1918).
ესაძე სიმონ სპირიდონის ძე (1868–1927), გენერალ-მაიორი (1918).
ვეზირიშვილი ირაკლი იოსების ძე (1866_1921 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1919), მთავარი სამხედრო პროკურორი
ზაქარიაძე ალექსანდრე ყარამანის ძე (1884–1957), გენერალ-მაიორი (1919), "წმ. გიორგის” ოქროს იარაღი (1915) და გიორგის ჯვარი (დაფნის მტევნით და ბაფთით 1917).
თავაძე გიორგი ვახტანგის ძე, გენერალ-მაიორი (1919), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1918).
თაყაიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (1881–1921), ინჟინერ-გენერალი (1918).
კონიაშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე (1873–1951), გენერალ-მაიორი (1919), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916).
მიქაშავიძე არკადი ნიკოლოზის ძე (1876–1971), გენერალ-მაიორი (1920), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917).
რატიშვილი დავით ბეჟანის ძე (1881–1937), თავადი, გენერალ-მაიორი (1918).
როინიშვილი იოსებ ნიკოლოზის ძე (1874–1921), გენერალ-მაიორი (1918). სამხედრო სასამართლო მთავარი სამმართველოს უფროსი
სუმბათაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (1882–1921 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1915) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915).
ქავთარაძე გიორგი მიხეილის ძე (1858–1921 შემდ.), გენერალ-მაიორი (1919).
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე (1870–1924), თავადი, გენერალ-მაიორი (1919).
ყიფშიძე ზაქარია თევდორეს ძე (1873–1938), გენერალ-მაიორი (1918).
ჯაფარიძე ივანე დავითის ძე (1867–1934), თავადი, გენერალ-მაიორი (1920).
ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე (1874–1938), გენერალ-მაიორი (1919).
ჯუღელი ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე (1887–1924), 1918–21 სახალხო გვარდიის სარდალი.