სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:43, 28 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარები – ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების გვარეობა. განკუთვნილია ზღვისპირა მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ხომალდების, სადესანტო რაზმების და საბადრაგო გემების განადგურებისთვის, ბაზირების პუნქტების, ფლოტის სანაპირო ობიექტების, სანაპირო საზღვაო კომუნიკაციებისა და ჯარების დაჯგუფებების დაფარვისათვის. შედგება სარაკეტო ნაწილებისა და სანაპირო არტილერიის ქვედანაყოფებისაგან.