რადიაციული კონტროლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიაციული კონტროლი – პირადი შემადგენლობის რადიოაქტიური დასხივების დადასნებოვნების, იარაღის, ტექნიკის და სხვა მატერიალური საშუალებების დასნებოვნების ხარისხის განსაზღვრა. დასხივების კონტროლი არის საჯარისო და ინდივიდუალური. საჯარისო ხორციელდება ქვედანაყოფებში დოზის პირდაპირმაჩვენებელი საზომით, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეებს ურიგებენ. აღრიცხვა წარმოებს ქვედანაყოფებში და შტაბებში.
ინდივიდუალური კონტროლისთვის ყოველ სამხედრო მოსამსახურეზე გაიცემა დოზების საზომი.