ჰიდროლოგიური მახასიათებლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:33, 29 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროლოგიური მახასიათებლები - წყლის გარემოს განმასხვავებელი ნიშნები: ზედაპირული და სიღრმული დინებების მიმართულება და სიჩქარე, ტემპერატურა, წყლის მარილიანობა, ჰიდროსტატიკური წნევა, წყალში ბგერის გავრცელების სიჩქარე, ფსკერის მდგომარეობა; ასევე – ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს ურთიერთქმედება, წყლის ქიმიური შემადგენლობა და რადიოაქტიურობა, წყლის ელექტრონული და ოპტიკური თავისებურებები და სხვა.
ჰიდროლოგიური მახასიათებლები გამოიყენება ჰიდროაკუსტიკური დაზვერვის (თვალთვალის) საწარმოებლად.
ჰიდრომეტეოროლოგიაში ჰიდროლოგიური მახასიათებლების საფუძველზე დგება ამინდის და წყლის რეჟიმის პროგნოზი. აღნიშნული სეზონური და დღეღამური ცვლილებები გამოიყენება ჰიდროაკუსტიკური საშუალებებით წყალქვეშა ნავების ძიებისთვის.