ღრუბელი (საეკლესიო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 30 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღრუბელი - ორია: ერთი საღმრთო ჭურჭელთა განსაწმენდად, მეორე კი ღვთისმსახურებისას დაცვენილ ნაწილთა მოსაგროვებლად იხმარება, რათა ფეშხუმსა და ბარძიმში, ან ოდიკზე რაიმე არ დარჩეს. ასეც განმარტავენ: „რათამცა ახსოვდეთ ყოველ ქრისტიანთა ღრუბელი იგი, რომელთაც ძმარი და ნაღველი განზავებული მისცეს მაცხოვარსა ურიათა ჯვარსა ზედა სასმელად.“ ღრუბლით წმენდენ ბარძიმსაც.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.