ეგზეტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 2 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეგზეტიკა - (ბერძ.) განმარტება. ბიბლიასთან მიმართებაში აღნიშნავს თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც განმარტავს წმინდა საღმრთო წერილს ყველა იმ სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით, რომლებიც ტექსტის სრული და სწორი განმარტებისთვისაა საჭირო და აუცილებელი.
ქრისტიანულ ეგზეტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგ. I საუკუნის მოციქულები და წმ. მამები, როცა ბიბლიიდან ციტატებს მოიხმობდნენ, ხშირად მათ განმარტებასაც ურთავდნენ, III-IV საუკუნეებში კი უკვე არსებობდა ნამდვილი ეგზეტიკური სკოლები. მაგ: ალექსანდრიული და ანტიოიქიური.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.