სასტარტო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:13, 10 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასტარტო კომპლექსი – კოსმოდრომის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განლაგებულია სასტარტო პოზიციაზე. შეიცავს ტექნოლოგიურ მოწყობილობას ტექნიკურ საშუალებებთან ერთად და ნაგებობებს. უზრუნველყოფს რაკეტამატარებლის მიტანას კოსმოსურ აპარატთან ერთად ტექნიკური პოზიციიდან სასტარტო რაკეტის დადგმას გამშვებ დანადგარზე, მის გამართვას საწვავით და გაზით, გაშვების მოსამზადებელი ოპერაციების შესრულებას და რაკეტის გაშვებას. აქვს ერთი ან რამდენიმე გამშვები დანადგარი.