ჩიტიბუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიტიბუდა

ჩიტიბუდა - (Neottia nidus-avis [L.] Rich.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი პარაზიტი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ხასიათდება ქერცლის მსგავსი წაბლისფერი ფოთლებით. ყვავილედი გრძელია, მისი ზედა ნაწილი ხშირყვავილი• ჯ ანია, ქვედა – მეჩხერი. ყვავილები მურა ფერისაა, სქელ. დაგრეხილ ყუნწებზე მსხდომნი, თაფლისსუნიანი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები. უკუკვერცხისებურია, ბლაგვი, შიგნითა – ოდნავ მოკლე. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლების შერეულფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, დაჩრდილულ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები