Chamerion dodonaei (Vill.) Holub

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chamerion dodonaei [Vill.] Holub

Chamerion dodonaei [Vill.] Holub - (Epilobium dodonaei Vill.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). ნახევრად ბუჩქია, მიწისქვეშა, გრძელი, ხორციანი ყლორტებით. ღერო წამოწეულია ან სწორად მდგომი, დატოტვილი, სიმაღლე – 20-100 სმ. ქვედა ნაწილი შიშველია, ზედა – მოიისფრო წითლად შებუსული. ფოთლები ხაზურია ან ხაზურ-ლანცეტა, 2-6 სმ სიგრძისა და 1-4 სმ სიგანის, კიდემთლიანი ან წვრილკბილა. ყვავილები შეკრებილია კ ნწრულ მტევნებში. ჯამის ნაკვთები მუქი იისფერი ბეწვითაა შემოსილი. გვირგვინის ფურცლები მოგრძო-უკუკვერცხისებური ან ელიფსურია და მკრთალი ვარდისფერი. ყვ. VI-IX; ნაყ. VII-X. კახეთში ეს მცენარე საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, ქვიშნარებსა და ნაშალებზე. მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები