ქართული შროშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ქართული შროშანი – (Lilium georgicum Maden.); ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი ფერით მუქი ყვითელია, მუქი მეწამულ-იისფერი წინწკლებითაა მოფენილი. ყვავილსაფარი ფორმით მილისებურ-ზარისებურია. ფოთლები ელიფსურიდან ხაზურ-ლანცეტამდე ფორმისაა და ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული; კიდეებზე და ქვედა მხრიდან ძარღვის გაყოლებით სქლადაა დაფარული ბეწვით. ღერო სიმაღლით 1 მ-მდეა, სქელი, ძირიდანვე ფოთლებით შემოსილი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში – ტყისპირა ადგილებში, არყნარში, მაღალ ბალახეულობაში და მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფ. ზემო ომალოს მიდამოებში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები