ყვითელი ღვინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:48, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყვითელი ღვინა - (Fritillaria collina Adam); ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). სიმაღლე 15-20 სმ–ია. ზემო ნახევარი შეფოთლილია, ფოთოლი – 5-6, ვიწრო-ლანცეტა ან ხაზური ფორმის. ყვავილი ერთია, თავდახრილი, შეფერილობით მუქი ყვითელი ან იისფერი, ჭადრაკულად განლაგებული ლაქებით. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, ველობებზე, კახეთში საკმაოდ იშვიათია. მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.