შროშანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:49, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შროშანი – (Lilium candidum) ოჯახი შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილი თეთრი ქათქათა ფერის, ყვავილსაფარი ფორმით მილისებურ-ზარისებურია. ფოთლები ელიფსურიდან ხაზურ-ლანცეტამდე ფორმისაა და ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული; კიდეებზე და ქვედა მხრიდან ძარღვის გაყოლებით სქლადაა დაფარული ბეწვით.
შროშანი – ბიბლიური მცენარე
„მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი. როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის“. (ქებათა ქება 2,1-2)
წყარო
- კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
- ბიბლიური მცენარეები