ყაყაჩურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაყაჩურა

ყაყაჩურა - (Glaucium corniculatum [L.] Curtis.); ოჯახი: ყაყაჩოსებრნი (Papaveraceae). 10-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წახნაგოვანია, ღარებიანი, ჩვეულებრივ, გაფარჩხულ-დატოტვილი. მთელი მცენარე ჯაგრითაა მოფენილი. ფოთლები ღრმად ფრთისებურად არის დანაკვთული არათანაბარ ბასრხერხკბილა სეგმენტებად. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, ღეროსეული ფოთლები მჯდომარე. გვირგვინის ფურცლები 1.5-3 სმ სიგრძისაა, შეფერილობით ღვინისფერ-წითელია, ძირში მოშავო-იისფერი ლაქით. ყვ. ნაყ. IV-VIII. დაბლობების, მშრალი ფერდობებისა და ნათესების მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კაკაბეთისა და გარეჯის მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები