Saxifraga juniperifolia Adams
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:05, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Saxifraga juniperifolia Adams - ოჯახი: ფხიჯასებრნი (Saxifragaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მკვრივკორდიანი. ძირის ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, უხეში, სამწახნაგოვანი, წვეტიანი და კიდედაკბილული. ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა. ყვავილედი მტევნისებურია, გვირგვინი – ყვითელი. ყვ. ნაყ. VII-IX. მაღალმთის მცენარეა, იზრდება ტენიან ადგილებში და კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. ძირითადად ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.