მწვავე კლდისდუმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მწვავე კლდისდუმა – (Sedum acre L.); ოჯახი: სქელფოთოლასებრნი (Crassulaceae). საყვავილე ყლორტების სიმაღლე 10 სმ-მდეა, უნაყოფო ყლორტებისა – 3 სმ-მდე. მცენარე შიშველია, ფოთლები რიგ-რიგად არის განლაგებული, კვერცხისებური, მჯდომარე. ყვავილედი ქოლგისებურ-ფარისებურია. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VII. მცენარე იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, მშრალ, კლდიან ადგილებში. კახეთში მცენარის ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე-წოვათაში და გომეწრის ხეობაში. გავრცელებულია სამეგრელოში, ხევში, მთიულეთსა და ხევსურეთში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.