მინდვრის პირთეთრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინდვრის პირთეთრა

მინდვრის პირთეთრა - (Cerastium arvense L.); ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophylaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ძირიდანვე 1 მუხლისებურად აღმავალია, დატოტვილი. სიმაღლე 20 სმ-მდე. ხასიათდება დამოკლებული, უნაყოფო და წაგრძელებული საყვავილე ყლორტებით. მთელი მცენარე, შებუსულია ხუჭუჭა და ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთოლი ლანცეტაა, 1-2 სმ სიგრძისა და 1.5-4 მმ სიგანის. დამოკლებული უნაყოფო ყლორტები ფოთლის იღლიებში ვითარდება. ყვავილედი მცირეყვავილიანია. ყვავილი თეთრია, ფურცლები – შუაში ჩაჭრილი, მესამედ ნაწილამდე ან ზოგჯერ ნახევრამდე. ყვ. ნაყ. VI-IX. კახეთში გავრცელებულია მთის შუა და სუბალპური სარტყლების მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლებსა და გომბორის უღელტეხილს შორის. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები