შავი მოცვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:34, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შავი მოცვი – (Vaccinium myrtillus L.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae). 50 სმ სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები მოკლეყუნწიანია, 4-10 სმ სიგრძის მოგრძო-ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვემო – ლეგა. მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები მარტოულია. გვირგვინი სფეროსებურია, მომწვანო ვარდისფერი. ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე, დეკიანებში, ტანდაბრეცილი ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.