Valerianella lasiocarpa (Steven) Betcke
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Valerianella lasiocarpa (Steven) Betcke – ოჯახი: კატაბალახასებრნი (Valerianaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 25 სმ-მდეა. დატოტვილი ყვავილედებია; მოკლე და წვრილი ბეწვით შებუსული, ზოგჯერ ხაოიანი. ქვედა ფოთლები ლანცეტა ფორმისაა, კიდემთლიანი. ზედა და კენწრული ფოთლები ფართო-ხაზურია, ყველა ფოთოლი შიშველია, გვირგვინი მკრთალი იასამნისფერია. ყვ. ნაყ. IV-VI. მცენარე იზრდება დაბლობებში, მინდვრებში, ნათესებში, მშრალ ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავისა და სოფელ კონდოლის მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.