წყლის ზამბახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის ზამბახი

წყლის ზამბახი – (Iris pseudoacorus L.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები შიშველია, კაშკაშა ყვითელი ან მკრთალი ყვითელი. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებურია, ძალიან პატარა ზომის, გარეთა ფოთლებს იმ ადგილას, სადაც ფირფიტა ფრჩხილში გადადის, მუქი ყვითელი ან ნარინჯისფერი ლაქა აქვს და მოწითალო-ყავისფერი ძარღვები ჩასდევს. ღერო მაღალია. ფოთლები ხმლისებურია ან ხაზური. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება დაბლობზე და მთის ქვედა სარტყელში – ჭაობებში, ტბებსა და მდინარეების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ ყვარლის მიდამოებში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები