ბირკავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბირკავა – (Agrimonia eupatoria L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-100 სმ სიმაღლის, მსხვილი, მეტწილად მოკლე. ღერო მარტივია ან მცირდ დატოტვილი. ფოთლები რთულია, წყვეტილკენტფრთისებური. ყვავილედი თავთავისებური მტევანია, გრძელი – 10-30 სმ სიგრძის; ყვავილები მოკლეყუნწიანია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მეჩხერ ტყეებში, ტყის პირას, ბუჩქნარებში, ნათესებში, ტყის მდელოებსა და ბალახოვან ფერდობებზე, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახავა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.