ცირცელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცირცელი

ცირცელი - (Sorbus caucasigena Kom.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 4-15 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ფართო ვარჯით. ქერქი ღეროზე რუხი ფერისაა; კვირტები კონუსურია, შებუსულია გაფანტული ბეწვით. ფოთლები კენტფრთისებურია. ფოთოლაკების ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი ფერისაა და ოდნავ შებუსული. ყველა ფოთოლაკი ძირიდანვე ან შუა ნაწილიდან წვერამდე კიდეებზე ბასრხერხკბილაა. ყვავილედი ფარისებურია, მრავალყვავილიანი, შიშველი ან მეტწილად ოდნავ შებუსული. ყვ. ნაყ. VI. იზრდება ტყის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები