ენძელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენძელა – (Merendera trigyna Woronow); ოჯახი: შროშანისებრთა. 8-12 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთოლი – 3–4; ყვავილობისას ვაგინას აღემატება, შიშველი, ხასხასა მწვანე, ბოლოვდება მოწითალო წვეტით. ყვავილები – 1-5, თეთრიდან მუქ იასამნისფრამდე, ზარისებური ფორმის. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება მთისწინებიდან მთის ზედა სარტყლამდე, მშრალ ველებსა და ფერდობებზე. აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მესხეთ-ჯავახეთშიც.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.