შამბალიყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შამბალიყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Шамбалыкъ – „წმინდა ქალაქი“) – მაშუყის მთაზე (თანამედროვე პიატიგორსკი) მდებარე საერთო თურქული მთავარი სალოცავი, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, დიდი რელიკვიები, მათ შორის ჯადოსნური ოქროს თასი აგუნა ინახებოდა. აქ თოთურის თვეში (22 მარტი – 23 აპრილი) კავკასიის თურქულენოვანი მოსახლეობა ყოველწლიურად რელიგიური დღეობებისა და ლოცვების ჩასატარებლად იკრიბებოდა. მომდევნო ხანებში ამ ჩვეულების გამოძახილი იყო საერთოეროვნული დღეობა „გოლუ“, რომელიც მოკვდავი და აღდგომადი სოლარული ღვთაების სახელზე იმართებოდა. შამბალიყის მცველები და კულტმსახურები ბალყარელთა და ყარაჩელთა წინაპრები იყვნენ.


ლიტერატურა

Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები