რბილი დაფრენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 16 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რბილი დაფრენა – კოსმოსური საფრენი აპარატის დაჯდომა (დაფრენა), რომლის დროსაც აპარატის სიჩქარე პლანეტის ან სხვა ციურისხეულის ზედაპირთან შეხების მომენტში მინიმალურია (იდეალურ შემთხვევაში – ნულის ტოლი). საკმაოდ მკვრივატმოსფეროიან პლანეტებზე რბილი დაფრენა (მაგალითად, ფრთიანი საფრენი აპარატისა) ითვალისწინებს მცირე სიჩქარით ცურვასა და თვითმფრინავების მსგავსად დაფრენას. ღერძული სიმეტრიის ფორმის აპარატების რბილი დაფრენისათვის აუცილებელია გასაშლელი დასაჯდომი (დასაფრენი) სისტემები – მცურავი პარაშუტი, პარაპლანერი ან როტორული სისტემა. ისეთ ციურ ობიექტზე, რომლზეც ატმოსფერო სრულებით არ არის, რბილი დაფრენა ხორციელდება სამუხრუჭო რაკეტული ძრავის ან სპეციალური საამორტიზაციო მოწყობილობის მეშვეობით, დაშვების სიჩქარის ნულამდე დაყვანით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები