ლმობიერება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლმობიერება (უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისაჲ. ფსალ. 59,3) - შემწყნარებლობა, შემბრალებლობა; აგრეთვე გულჩვილება, სათნოება. სულხან-საბას განმარტებით „ლმობიერი“ ითქმის წყნარ, გუნება-მშვიდ ადამიანზეც, იგივეა რაც „ლომბიერი“ (იხ. ს.ს. ორბელიანის „სიტყვის კონა“).
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.