მეებნე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეებნე (იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. ფსალ. 67, 25) - ებანის დამკვრელი, მედაირე. ზოგი მონაცემით ებანი იყო დაფის, დაირას მსგავსი დასარტყამი ტყავგადაკრული საკრავი; ამასთანავე, არის მოსაზრება, რომ ებანი იყო სიმებიანი საკრავი.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.