მელქისედეკი
მელქისედეკი (ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. ფსალ.109,4) - მეფე შალომისა (სალომისა, სალიმისა, რაც ებრაულად ნიშნავს „მშვიდობას“), ანუ იერუსალიმისა, რომელსაც წმიდა ეკლესია მიიჩნევს იესო ქრისტეს სახედ. როდესაც აბრაამმა სძლია ელადის მეფეს და გაათავისუფლა მის ტყვეობაში მყოფი თავისი ძმისშვილი ლოთი, მეფე მშვიდობისა მელქისედეკი გახარებული შეეგება მას და აკურთხა იგი (შესაქ. 14, 18-20), რაც ითვლება მეფე-მღვდელმთავრად კურთხევის წესად, რასაც ადასტურებს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც იგი მაცხოვარს ალეგორიული ფორმით თვითკურთხეულ მეფე-მღვდელმთავრად ასახელებს (ებრ.5,5-6, VII თ.).
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.