საბრძოლო კომპლექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:45, 20 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო კომპლექტი – იარაღის (ავტომატი, კარაბინი, ქვემეხი და ა.შ.) ან საბრძოლო მანქანის (ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმფრინავი და სხვა) განსაზღვრული რაოდენობა საშტატო ერთეულისათვის. იგი ბრძანებითაა დაწესებული ჯარების საბრძოლო გამოცდილებიდან, იარაღის შესაძლებლობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. საბრძოლო კომპლექტის იყენებენ საანგარიშო-სამომარაგებო ერთეულად, საბრძოლო ამოცანების შესრულებისათვის საჭირო მასალების გამოსათვლელად. საბრძოლო კომპლექტი მოიცავს ყველა სახის საშტატო შეიარაღებისათვის საჭირო მასალების შეჯამებულ ოდენობას.