სატაბელო ბირთვული საბრძოლო კომპლექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 20 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სატაბელო ბირთვული საბრძოლო კომპლექტი – ბირთვული იარაღის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია ამ იარაღის გამომყენებელი სამხედრო ფორმირებისთვის.
საბრძოლო კომპლექტის შევსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სარდლობა და დამოკიდებულია ტაქტიკურ ვითარებაზე, ბირთვულ, ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ნაწილში არსებული ბირთვული საბრძოლო კომპლექტის გადატანისა და გამოყენების საშუალებებზე. საბრძოლო კომპლექტის შემადგენლობა ნაწილების და ქვედანაყოფებისთვის შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს.