აგრესიის მოგერიება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგრესიის მოგერიება - შეიარაღებული ძალების ღონისძიებებისა და მოქმედებების ერთობლიობა. მისი მიზანია ჩაუშალონ აგრესორ სახელმწიფოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გეგმა. ამ გეგმის განსახორციელებლად მოწინააღმდეგეს აყენებენ დარტყმებს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე და კოსმოსურ სივრცეში, რათა შეინარჩუნონ თავიანთი სამხედრო პოტენციალი, ხოლო აგრესორს შეუქმნან განადგურების პირობები.