ვერდენის ბრძოლა 1916
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:55, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვერდენის ბრძოლა 1916 - (21 თებერვალი–21 დეკემბერი), I მსოფლიო ომის დროს. მე-5 გერმანული არმია ცდილობდა ფრანგული ფრონტების გარღვევას ვერდენის რაიონში, წაიწია 7–10 კმ-ით, მაგრამ სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. ფრანგებმა მოახერხეს გერმანელების შეტევის მოგერიება და დაკარგული პოზიციების დაბრუნება.
გააფთრებულ ბრძოლებში ორივე მხარემ მძიმე ზარალი განიცადა (გერმანელებმა 600 ათ-მდე, ფრანგებმა – 358 ათ.). ვერდენის ბრძოლაში პირველად იქნა ფართოდ გამოყენებული ავტოტრანსპორტი ოპერატიული გადაჯგუფებისათვის (მაგალითად, 27 თებერვლიდან 6 მარტამდე 3900
ავტომანქანით გადაისროლეს 190 ათ. ფრანგი ჯარისკაცი და ოფიცერი და 25 ათ. ტ. ტვირთზე მეტი).