საერთაშორისო დაძაბულობის კერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საერთაშორისო დაძაბულობის კერა – რეგიონი ან ტერიტორია, სადაც აღინიშნება მწვავე კონფრონტაცია სახელმწიფოებს, ან ძალებს შორის, რაც ართულებს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, ან მთლიანად მსოფლიოში. საერთაშორისო დაძაბულობის კერაში დაპირისპირებული მხარეები მზად არიან გამოიყენონ ან უკვე იყენებენ სამხედრო ძალას. ესკალაციის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობის ან ომის დაწყების წყარო.