ნესტვი ჭედილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნესტვი ჭედილი (ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა. ფსალ. 97,6) - „ნესტვი“ ჰქვია ყოველგვარ ჩასაბერ ნასვრეტებიან საკრავს. მაგ. სტვირი, სალამური და მისთ. იყო ორნაირი - შეჭედილი ვერცხლით („ნესტვი ჭედილი“) და რქისგან დამზადებული („ნესტვი რქისაჲ“).
=წყარო=
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი სოსო ჯაჯანიძე).