რესტიტუცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 24 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რესტიტუცია (ლათ. restitutio – აღდგენა)საერთაშორისო სამართალში – მთელი იმ ქონების, კულტურული და სხვა ფასეულობების დაბრუნება, რომლებიც მეომარმა სახელმწიფომ მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან უკანონოდ ამოიღო და გაიტანა. იმ ფასეულობების რესტიტუციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლებიც გაიტანეს, დასაშვებია, მორიგების საფუძველზე, მსგავსი და ტოლფასი საგნების გადაცემა. რესტიტუციას ექვემდებარება ქონება, რომელიც აღმოაჩნდა როგორც მეომარ სახელმწიფოს, ისე ნებისმიერ მესამე მხარეს. პრაქტიკულად, რესტიტუცია (განსაკუთრებით – ხელოვნების ნაწარმოებების) მრავალი წლის მანძილზე ჭიანურდება ხოლმე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები