რესტიტუცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რესტიტუცია (ლათ. restitutio – აღდგენა) – საერთაშორისო სამართალში – მთელი იმ ქონების, კულტურული და სხვა ფასეულობების დაბრუნება, რომლებიც მეომარმა სახელმწიფომ მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან უკანონოდ ამოიღო და გაიტანა. იმ ფასეულობების რესტიტუციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლებიც გაიტანეს, დასაშვებია, მორიგების საფუძველზე, მსგავსი და ტოლფასი საგნების გადაცემა. რესტიტუციას ექვემდებარება ქონება, რომელიც აღმოაჩნდა როგორც მეომარ სახელმწიფოს, ისე ნებისმიერ მესამე მხარეს. პრაქტიკულად, რესტიტუცია (განსაკუთრებით – ხელოვნების ნაწარმოებების) მრავალი წლის მანძილზე ჭიანურდება ხოლმე.