საზღვაო ომის სამართლის ლონდონის დეკლარაცია 1909
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 24 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საზღვაო ომის სამართლის ლონდონის დეკლარაცია 1909 (26 თებერვალი) – საზღვაო ომის წესების და ჩვეულებების პირველი სისტემატიზებული კრებული. ხელი მოაწერეს გერმანიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრია-უნგრეთმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ, რუსეთმა და ნიდერლანდებმა, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიკაცია. ამავე დროს, დეკლარაცია დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას როგორც დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია მთელი რიგი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.