რუმინეთი
რუმინეთი (ინგლ. Romania) – სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უმთავრესად ქვემო დუნაის აუზში. ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა.
ფართობი – 237,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 22,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – რუმინული.
დედაქალაქი – ქ. ბუქარესტი.
ადმინისტრაციულად იყოფა 41 ოლქად და ბუქარესტის მუნიციპალიტეტად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
რუმინეთის თანამედროვე საზღვრები დაადგინეს პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით 1947 წელს. 1947 წელს გაუქმდა მონარქია და გამოცხადდა სახალხო რესპუბლიკად. თანამედროვე დასახელება დამკვიდრდა 1989 წელს. რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.
მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება. სამხედრო მრეწველობას შეუძლია აწარმოოს საარტილერიო სისტემები და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, ტანკები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ხომალდები.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: სიმინდის, შაქრის ჭარხლის და მზესუმზირის მოყვანა.
მთავარი საზღვაო პორტი: კონსტანცა.
საერთაშორისო აეროპორტი – ბუქარესტი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 73,3 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 43 ათ., სამხედრო-საჰაერო 9,7 ათ., სამხედრო- საზღვაო 7,4 ათ., სასაზღვრო 13,2 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.