ბჭე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:37, 26 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბჭე - შესასვლელი. დიდი კარი ტაძრისა, სასახლისა და მისთ.
ბჭე ეწოდება აგრეთვე ციხე-გალავანს, რომელშიც ასეთი შესასვლელია დატანებული, ციხის ბჭე.
ბჭე-ს ეძახდნენ ასევე სადავო საქმის გამრჩევს, მოსამართლეს, მედიატორს.
(ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაჲ თვისი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა. 126.5)
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი