ლიბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიბანის დროშა

ლიბანი (Lebanon – ლიბანის რესპუბლიკა)სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში. ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.

ფართობი – 10,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 4,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი – ქ. ბეირუთი.

ადმინისტრაციულად იყოფა 6 მუჰაფაზად (გუბერნია).

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი

საკანონმდებლო ორგანო – დეპუტატთა პალატა.

ლიბანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1943 წლის 22 ნოემბერს. მის ტერიტორიაზე მოქმედებს შეიარაღებული რადიკალური შიიტური პარტია "ჰეზბოლა“, აგრეთვე თავისი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს წარმოდგენილი სირიას. ეკონომიკის ძირითადი დარგებია საბანკო-საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა, ტურიზმი.

საზღვაო პორტებია: ბეირუთი, ტრიპოლი, საიდა, ჯუნია, ჯუბაილი, ბატრუნი.

საერთაშორისო აეროპორტი – ბეირუთი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 59,1 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 57 ათ., სამხედრო-საჰაერო 1 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 1,1 ათ.. დაკომპლექტება 2007 წლიდან ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები