ძაძა (შესამოსელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძაძა (ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაჲ და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. ფსალ. 34, 13) - ყისინა, მატყლის მსხვილი უხეში შალი, იცვამენ მგლოვიარობის და მარხვის ჟამს.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.