ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა (ხომალდისა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 7 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა (ხომალდისა) - ტექნიკური საშუალებებისა და ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია უზრუნველყოს ხომალდის დაცვა ნაღმური იარაღის ზემოქმედებისაგან. მოიცავს:

  • ხომალდის წყალქვეშა კონსტრუქციულ დაცვას [ბორტისა და ძროს (ფსკერის)];
  • ხომალდის ფიზიკური ველების ინტენსივობის შემცირების ღონისძიებებს;
  • ხომალდის მექანიზმების, მოწყობილობისა და სისტემების აფეთქებამედეგობის ამაღლებას;
  • ხომალდის ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებებს.

მიიღწევა არქიტეტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტით ხომალდების მშენებლობის დროს სპეციალური არამაგნიტური, შთანმთქმელი და სხვა მასალებისა და დაფარვის გამოყენებით, ხომალდების განმაგნიტების მოწყობით, ხომალდებისა და მექანიზმების ხმაურის შემცირებით, მაღალეფექტიანი ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები