სამხედრო ხომალდის იმუნიტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 7 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო ხომალდის (საფრენი აპარატის) იმუნიტეტი – იმ უფლებების და პრივილეგიების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხედრო ხომალდის (საფრენი აპარატის) ხელშეუხებლობას მისი ადგილსამყოფლის და კუთვნილების მიუხედავად. გამომდინარეობს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპიდან. იმუნიტეტი არ ათავისუფლებს სამხედრო ხომალდს (საფრენ აპარატს) მოვალეობისგან, დაიცვას ზღვისპირა სახელმწიფოში არსებული კანონები ნაოსნობის (ფრენის) შესახებ და საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც უცხოეთის ხომალდებთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობებს არეგულირებენ.