ნაღმური დაზვერვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 7 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღმური დაზვერვა - ღონისძიებების და მოქმედებების კომპლექსი ნაღმური ვითარების გამოსავლენად ძალების ბაზირების რაიონში, გადასვლის მარშრუტებზე, წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების (გემების) საბრძოლო მოქმედებების წარმოების რაიონებში.
ნაღმური დაზვერვა არის დაზვერვის შემადგენელი ნაწილი. ხორციელდება ნაღმსაწინააღმდეგო თვალთვალის სისტემით, ხომალდებით (გემებით) ღუზაზე დგომის ადგილებში და ზღვით გადასვლისას, აგრეთვე თვითმფრინავებით (ვერტმფრენებით), რომლებიც ახორციელებენ ფრენას ზღვის თავზე, მყვინთავების ძალებით, რომლებიც იკვლევენ ნავსაყუდელებს, რეიდებს, ღუზაზე დგომის ადგილებს და ა.შ.